პროექტის სახელწოდება: „შავი
ზღვის დღევანდელი მნიშვნელობა საქართველოსთვის“
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ
შავი ზღვის
როლს ადამიანების ყოფაცხოვრებაში.
პროქტში მონაწილეთა ასაკი: მე-5
კლასი.
პროექტის ხანგრძლივობა: 10დღე
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი ხელს
შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას,
გამოუმუშავდებათ კვლევის,ინფორმაციის მოძიების და მისი დახარისხების უნარ–ჩვევა, ჩამოუყალიბდებათ ჯგუფში მუშაობის უნარ–ჩვევა, მოიპოვებენ მასალების შავი ზღვის ირგვლივ. გააკეთებენ სასკოლო პრეზენტაციას მოპოვებული მასალის მიხედვით.
პროექტისათვის საჭირო რესურსი: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი,მოსწავლეები, მიკრო–ავტობუსი ექსკურსიებისთვის,ფოტო და ვიდეო კამერა, ფორმატები, ფლომასტერები, პროექტორი, თაბახის ფურცლები, კალმები, მასალა მაკეტებისთვის.
პროექტის მსვლელობა: გავაცნობ მოსწავლეებს პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაციას,რის შემდეგაც ისინი მოიძიებენ ინფორმაციას შავი ზღვისპირეთის შესახებ,მოაწყობენ ექსკურსიებს, გააკეთებენ ჩანახატებს, შეაგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას, მოაწყობენ სასკოლო გამოფენა–პრეზენტაციას.
კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან: ბუნება-გაეცნობიან შავიზღვისპირეთის სუბტროპიკულ ჰავას და მის მნიშვნელობას.
სამუშაო ენა: ქართული
სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეები
მოპოვებული მასალის საფუძველზე გააკეთებენ სასკოლო პრეზენტაციას და გააცნობენ სხვა
კლასის მოსწავლეებს.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ უგლავა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamar.uglava5@gmail.com