Tuesday, February 24, 2015

მე-7 დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოდული-3.ამ მოდულში დავგეგმეთ 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ასევე გამოყენება კვლევისათვის. გავეცანით ინტერაქტიულ რესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტები. განვიხილეთ მოდული -4.ამ მოდულში ვიმსჯელეთ თუ როგორ უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა ინტერნეტი უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით. განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციის ვიკის და ბლოგის სავარაუდო ნაშრომები.

Monday, February 23, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

    განვიხილეთ აქტივობა 2. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე,  ასევე  საკვანძო კითხვების რუბრიკაზე.
    გავეცანით ონლაინ თანამშრომლობითი ვებსაიტის გამოყენებას მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ასევე მათ გაზიარებაზე.
     განვიხილეთ აქტივობა 3. შეფასების სხვადასხვა მეთოდს გავეცანით, რომელმაც განგვიმარტა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენების სტრატეგიები.